წესები და პირობები

წესები განახლებულია 2024 წლის იანვარს. „საიტი“ გულისხმობს maculature.net-ს.


გაფრთხილება ბეჭდვის შესახებ

• ჩვენ ბეჭდვისთვის რიზოგრაფს ვიყენებთ. რიზოგრაფი არის საბეჭდი მანქანა შოლკოგრაფიის ფუნქციით. იგი ცნობილია უნიკალური ბეჭდვის პროცესით. რიზოგრაფის მელანი არის მელნის სპეციალიზებული ტიპი, რომელიც გამოიყენება რიზოგრაფის საბეჭდ მანქანებში.

• ტექნოლოგიის ბუნებიდან გამომდინარე შესაძლოა ბეჭდვისას წარმოიშვას დეფექტები. თუმცა, ჩვენთვის როგორც დიზაინერებისთვის, მსგავსი ნამუშევარი განსაკუთრებით საინტერესოა. სწორედ ასეთი ნამუშევრები გვტაცებენ თვალს, გვიღვიძებენ ნოსტალგიას არასტანდარტული მომხიბვლელობით.


პროდუქცია & მომსახურეობა

• ონლაინ ნაჩვენები პროდუქცია იყიდება წერილობითი და ფოტოგრაფიული აღწერილობის საფუძველზე. ნებისმიერი შეუსაბამობისას დაუყოვნებლივ მოხდება თქვენთან უკუკავშირი, იმისათვის რომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება რაც შესაძლოა გულისხმობდეს : თანხის დაბრუნებას, პროდუქტის შეცვლას ან შეკვეთის გაუქმებას. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას საიტზე არსებულ უზუსტობებზე, არასრულყოფილ ან მოძველებულ ინფორმაციაზე.

• ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ პროდუქტის დიზაინი და სპეციფიკაციები, ხოლო აღწერილობები და ფასები შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. გარდა ამისა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ამოვიღოთ პროდუქტები გაყიდვიდან შეტყობინების გარეშე. შესაძლოა საიტს ჰქონდეს დროებითი შეფერხება ტექნიკური პრობლემების ან დაგეგმილი განახლებისას.


ტრანზაქციები

• ჩვენი საიტის გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, მოგვაწოდოთ სწორი  და არსებული საბანკო,ასევე, მიწოდების მისამართი თქვენი შენაძენისთვის.

• ჩვენ ვიტოვებთ უფლებას სურვილისამებრ უარვყოთ ნებისმიერი შეკვეთის ან სერვისის გაცემა ნებისმიერ პირზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით.


ბმულები

• სხვა ვებგვერდის ბმულზე გადასვლა ნიშნავს, რომ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკა სცილდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს. ჩვენ ვურჩევთ მომხმარებლებს გაითვალისწინონ ეს სხვაობა ვებსაიტებზე ნავიგაციისას.

• მოცემული ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკის სხვაობასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში გარე პლატფორმებზე.


კონფიდენციალუროების პოლიტიკა

• ჩვენი საიტიდან ნივთის შეძენისას ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ მოწოდებულ პირად ინფორმაციას, რაც გულისხმობს თქვენს მოწოდებულ სახელს, მისამართსა და ელ-ფოსტას.

• Mailchimp-ის მეშვეობით თქვენ მიიღებთ მაქსიმუმ ერთ ელ-შეტყობინებას თვის განმავლობაში. შეტყობინებას მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამოიწეთ სიახლეებს საიტზე. 


უსაფრთხოება

• თქვენი პირადი ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია და არასდროს მოხდება მისი გაზიარება მესამე მხარესთან. ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენება, არაავტორიზებული წვდომა ან გამჟღავნება.

• ჩვენი საიტის გამოყენებით, თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით უსაფრთხოების სტანდარტულ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ პლატფორმებთან. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი უსაფრთხოების დარღვევებზე, თუ ისინი არ არის გამოწვეული ჩვენი დაუდევრობით.